
ისრაელში, იერუსალიმის სიახლოვეს გაჩენილ ტყის ხანძარს საგანგებო სამსახურები ინტენსიურად ებრძვიან. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობას 110-მდე მეხანძრე-მაშველის ჯგუფი, რვა სახანძრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ახორციელებს.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულნი არიან ისრაელის თავდაცვის ძალები და პოლიცია, რომლებიც სახანძრო სამსახურთან ერთად მუშაობენ ცეცხლის ლოკალიზაციაზე და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაზე.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ტერიტორიების ევაკუაციას, სადაც ცეცხლის გავრცელების მაღალი რისკია და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ხანძარზე სწრაფი და კოორდინირებული რეაგირების მიზნით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უკვე იმყოფება სპეციალურ სამეთაურო ცენტრში, რომელიც საგანგებო ოპერაციას ხელმძღვანელობს.