ისრაელმა ომის დაწყების პირველ დღეს ჰამასის ტერორისტების მიერ ტყვედ აყვანილი გერმანელი ქალის გარდაცვალება დაადასტურა. ამის შესახებ
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს.
შანი ლუკი ჰამასმა მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცა, აწამა და მისი სხეული ქალაქში ჩამოატარა. 7 ოქტომბერს ტერორისტებმ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს და ასობით ადამიანი გაიტაცეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.