ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც მათ ისრაელის დაზვერვასთან, „მოსადთან“, თანამშრომლობა და ერთ-ერთი მკვლელობისთვის საჭირო ტექნიკის კონტრაბანდით შემოტანა დაუმტკიცდათ, – იუწყება ირანის სასამართლოს მედიასაშუალება.

სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული ტექნიკა გამოყენებული იყო ერთ-ერთი უცნობი პირის ლიკვიდაციისას. დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.

ირანი წლებია ებრძვის ისრაელთან ჩრდილოვან ომს და მსგავსი ბრალდებით არაერთი პირი მიუყვანია სიკვდილით დასჯამდე.