ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი მოსკოვში ჩავიდა. მინისტრს და მის დელეგაციას აეროპორტში დახვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ირანის ელჩი რუსეთში და მოსკოვის საელჩოს თანამშრომლები.

აბდოლაჰიანი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით იმყოფება. როგორც სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს, მოლაპარაკებების მიზანი ირან-რუსეთის ურთიერთობების, ასევე რიგი რეგიონული და საერთაშორისო საკითხების განხილვა იქნება.

დასავლეთი ირანს რუსეთისთვის დრონების გადაცემაში ადანაშაულებს, რომლებსაც უკრაინის დასაბომბად იყენებენ. ირანი და რუსეთი ბრალდებებს უარყოფენ.