ირანის ყოფილი საგარეო მინისტრი პრეზიდენტის სიკვდილში, სანქციების გამო, აშშ-ს ადანაშაულებს

ირანის ყოფილი საგარეო მინისტრი პრეზიდენტის სიკვდილში, სანქციების გამო, აშშ-ს ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სიკვდილში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.

"გუშინდელი ტრაგედიის ერთ-ერთი დამნაშავე ამერიკის შეერთებული შტატებია მისი სანქციების გამო, რომელიც ირანს უკრძალავს ავიაციის ძირითადი ნაწილების შესყიდავს", - ამბობს ზარიფი.

ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.