ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა IAEA-სთან თანამშრომლობის შეჩერებას

ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა IAEA-სთან თანამშრომლობის შეჩერებას

ირანის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანას უწესდება ვალდებულება, შეაჩეროს თანამშრომლობა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან (IAEA).

გადაწყვეტილებას მხარი 223 დამსწრე დეპუტატიდან 221-მა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

შეზღუდვის გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის საჰაერო დარტყმებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ნატანზში, ფორდოსა და ისფაჰანში, რაც თეირანის შეფასებით, არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას.

ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შეტევა ასევე წინააღმდეგობაშია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებასთან (NPT) და არ შეაფერხებს ქვეყნის მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას. ირანის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ იტოვებს ყველა ვარიანტს ეროვნული სუვერენიტეტის, ინტერესებისა და მოსახლეობის დასაცავად.