ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვფლობთ სუპერძალას

პრემიერმინისტრმა ორბანმა, თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა. საქართველოს - კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მითუმეტეს არასდროს ჰქონია ამის ამბიცია. მაგრამ მაინც - ჩვენ ვფლობთ სუპერძალას. ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ერთიანობით ჩვენ შევძლებთ დაუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლებისა და ყალბი სამართლის სახელით მოსულ ბოროტებასა და ნამდვილი ტრადიციული უზენაესი ოჯახური ღირებულებებით დავიცავთ და შევინარჩუნებთ სამყაროს ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში გამართულ საერთაშორისო კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ღარიბაშვილის გამოსვლა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ გზავნილებს შეიცავდა.