ოლივერ ვარჰეი ტოვებს პოზიციას, იგი აღარ იქნება კომისარი, მაგრამ აღნიშნული გვანახებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მეგობრის ყოლა. ვიქტორ ორბანი ერთი მეგობარია, კი ბატონო, შეუძლია ვეტო დაადოს გადაწყვეტილებას, დაგეხმაროთ, მაგრამ ორბანის იზოლაცია ხდება, მისი პარტიის იზოლაცია ხდება. ისინი არ არიან ევროპულ პარლამენტში არცერთი ოჯახის წევრი, ცენტრის მემარჯვენეებიდან გარიცხეს და არავის სჭირდება ისინი. ეს გვანახებს, რა მეგობარი ჰყავთ [საქართველოს მთავრობას] და რამდენად სასარგებლოა. დიახ, შეუძლიათ ვეტო დაადონ თქვენზე გადაწყვეტილებას, შიგადაშიგ დაგეხმაროთ, მაგრამ ვფიქრობ, დრო დადგება, როცა უნგრეთსაც მოუწევს არჩევანის გაკეთება, თუ რა პრიორიტეტები აქვს უნგრეთს და არის თუ არა საქართველოს მთავრობა პრიორიტეტი, რაც უნგრეთს გააჩნია, დიდი ეჭვი მაქვს ამასთან დაკავშირებით.
განაცხადა რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა ფორმულას ეთერში [ფორმულას სინქრონული თარგმანი].