რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი დღეს საქართველოში ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს. მისივე ცნობით, უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია.
"ევროკავშირი დღეს არ დაუწესებს სანქციებს საქართველოში ოფიციალურ პირებს. უნგრეთი და კიდევ რამდენიმე წინააღმდეგია. რაც შეიძლება მოხდეს, არის უვიზო რეჟიმის შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს"- წერს იოზვიაკი.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა იმართება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხის განხილვაც.