იოსელიანი კასიანოვს შეხვდა - საუბარი სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხო

იოსელიანი კასიანოვს შეხვდა - საუბარი სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხო

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრიი კასიანოვს შეხვდა.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე", - აღნიშნავენ სახალხო დამცველის ოფისში.