
ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა. ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი სულ მცირე 10-ს შეადგენს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე მყოფი ტურისტები ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც მათი მისამართით სროლა დაიწყეს.
თავდამსხმელები ადგილიდან გაიქცნენ. ამ ეტაპზე, რეგიონში, მათი დაკავების მიზნით, ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.