იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.