იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას და მის მძღოლს თავს დაესხნენ. მომხდარი შემთხვევის ვიდეოს თავად ელჩი ავრცელებს.
იაპონური მედიის ცნობით, თავდასხმა ტოკიოში, საქართველოს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მედია იუწყება, რომ ელჩი საელჩოს მახლობლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა, მანქანიდან კი ერთი კაცი გადმოვიდა, რომელმაც ლეჟავას ავტომობილის მისამართით ყვირილი დაიწყო. მოგვიანებით, თავდამსხმელი მანქანასთან მიუახლოვდა და იქიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყავანა სცადა.
ლეჟავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ იცის, თავდასხმა მიზანმიმართული იყო თუ არა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ძალადობა არც შემთხვევაში არ არის მისაღები.
როგორც იაპონური მედია იუწყება, საქართველოს ელჩი და მისი მძღოლი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
"ჩვენ მოუთმენლად ველით იაპონიის სამართალდამცავი ორგანოების შესაბამის თანამშრომლობას", - ამბობს საქართველოს ელჩი იაპონიაში.
突如大使車のドアをあけられ攻撃されましたが、これはひどいです。
大使館のドライバーの冷静な対応に感謝します。
日本の法執行機関のしかるべきご協力に期待します。 pic.twitter.com/ZJkxffmfCx
მომხდართან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად ფორმულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.