თქვენ საუბრობთ თქვენს დასავლელ მეგობრებზე. ამაყი ვიყავი, რომ ასე [მეგობარს] გიწოდებდით. ერთი გარე აქტორი, რომელსაც ეს არასდროს უთქვამს, თქვენი მოქალაქეების მკვლელობასა და გატაცებას აგრძელებს და თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. და მაინც, ვინ არის ბოროტმოქმედი?
წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი X-ზე და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "12 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა და უარი უთხრა ე.წ. დემოკრატიის შუქურას", რომელსაც მისივე თქმით, ამ სტატუსს "გარე ფაქტორები ტენიდნენ".