ჰელსინკის კომისია: კონგრესში MEGOBARI Act-ის მხარდაჭერა იზრდება

ჰელსინკის კომისია: კონგრესში MEGOBARI Act-ის მხარდაჭერა იზრდება

აშშ-ის ჰელსინკის კომისია კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ MEGOBARI Act-ზე (მეგობარი აქტზე) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აქტის მიმართ კონგრესში მხარდაჭერა იზრდება.

"აშშ ქართველ ხალხთან მეგობრობას სერიოზულად ეკიდება და კონგრესში MEGOBARI Act-ის მიღების მომენტუმი [იმპულსი] იზრდება. დღეს ჩვენ მივესალმებით [მეგობარი აქტის] ახალ მხარდამჭერებს: თანათავმჯდომარეებს, ოსტინ სკოტსა და ჯერი კონოლის, ასევე, კონგრესმენებს, დონ ბეიკონს, ლოიდ დოჯეტსა და მაიკ ლოულერს", - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაშ, რომელიც ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

***

ამერიკელი კონგრესმენის ჯონ უილსონის კანონპროექტი, MEGOBARI Act აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.

რა წერია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI ACT-ში - ძირითადი პუნქტები