ჰელსინკის კომისია: კონგრესის ორპარტიული წევრები ქართველების გვერდით დგანან

ჰელსინკის კომისია: კონგრესის ორპარტიული წევრები ქართველების გვერდით დგანან

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ კონგრესის ორპარტიული წევრები დგნან ქართველების გვერდით, რომლებიც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვისა და ევროპული მომავლისთვის.

ამის შესახებ ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ქართველები ჩართულნი არიან ეგზისტენციალურ ბრძოლაში თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისთვის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის და კონგრესის ორპარტიული წევრები მათ გვერდით დგანან.

ახლა არის დრო, რომ აშშ-მა და მსოფლიოს დემოკრატიებმა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი", - ვკითხულობთ განცხადებაში.