ჰამბურგის აეროპორტში ფრენები დროებით წყდება

ჰამბურგის აეროპორტში ფრენები დროებით წყდება

განახლება: აეროპორტმა მუშაობა განაახლა

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში ფრენები დროებით წყდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის დედაქალაქ თეირანის თვითმფრინავზე თავდასხმის საფრთხეა.

აეროპორტში აცხადებენ, რომ ამჟამად ფედერალური პოლიციის ღონისძიებები ტარდება, რის გამოც ფრენები შეჩერებულია.

ჰამბურგიდან რამდენიმე საათის წინ გამოფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა.