უსამართლობის შეგრძნება არ გაივლის მანამ, სანამ სააკაშვილი არის უსამართლო პატიმრობაში. მოდით არ შევაფასოთ სამართლიანში თუ უსამართლოში, პირდაპირ ვთქვათ, რომ არ ღირს გარისკვა ადამიანის სიცოცხლით. ვისაც ეჭვი ეპარება მის ჯანმრთელობაში, ჯობია, რომ ეს ეჭვი სიცოცხლის სასარგებლოდ გადაწყვიტოს თავის თავშიც, მათ შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმაც. თუ არსებობს რამე ეჭვები, გადაწყვიტეთ ეს სიცოცხლის სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ჯობია, რომ შეგეშალოთ სიცოცხლის სასარგებლოდ და არა სიკვდილის სასარგებლოდ.
განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.