ნიკა გვარამიამ, რომელმაც რუსთავის ციხე ახლახან დატოვა, ჟურნალისტებთან კომენტარში საქართველოს პრეზიდენტს მის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო ბოდიში მოუხადა.
გვარამიამ განაცხადა, რომ ამ ვიდეოს, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებენ და ამ ქცევის გამო წუხს.
ნიკა გვარამიამ პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, რომ "არ უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში" და "უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი".
"ის ვიდეოები, რომლებსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, გამოიყენებენ ამ დღეების განმავლობაში მის წინააღმდეგ მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში, საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო, თუმცა არ შემიძლია აქვე არ ვთქვა ის, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა შეიწყალოს, უფრო სწორად მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.