დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი - ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს!
წერს Facebook-ზე მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია.
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა. მან უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოება" დაასახელა.