ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აცხადებს რომ ოფიციალურ ვაშინგტონს აქვს გარკვეული ინსტრუმენტები, რომ დააყენოს ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს ხელყოფს.
ნედ პრაისს ჰკითხეს არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი/სანქცია, რომლის დაწესებაც შეუძლია აშშ-ის საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
"მე არ ვილაპარაკებ კონკრეტულ ინდივიდებზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა დავაყენოთ, რომელიც საყოველთაო ადამიანის უფლებებს ხელყოფს. გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები და ვნახავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს რაც სურს და იმსახურებს", - განაცხადა პრაისმა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს და წყლის ჭავლის მანქანებს იყენებს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი მირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.