გუტიერეში ლიბანში ოპერატორის დაღუპვაზე: მეტყველებს კონფლიქტის გავრცელების უდიდეს რისკზე

მომხდარი მეტყველებს ამ კონფლიქტის გავრცელების უდიდეს რისკზე, კერძოდ, ლიბანთან დაკავშირებით. მინდა, პატივი მივაგო დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნას. სამწუხაროდ, ჟურნალისტების რაოდენობა, რომლებმაც ფასი საკუთარი სიცოცხლით გადაიხადეს, გასულ წელს ყველაზე დიდია. ისინი მუშაობენ, რომ სიმართლე მიიტანონ მსოფლიოში ყველასთან. გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას მათი ოჯახების მიმართ.

ასე ეხმაურება გაეროს გენერალური მდივანი ლიბანში Reuters-ის ოპერატორის დაღუპვას. ის ისრაელის საპასუხო ჭურვს შეეწირა. გარდა ამისა, დაიჭრა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის Al Jazeera-ს ორი ჟურნალისტი.