გრიგორიადისის დედა: გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე ლაზარეს შეიწყალებდა

სულ მჯეროდა, რომ ჩამოვედი ნოემბერში, იმ დღიდან მჯერა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს. იმიტომ, რომ ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა ლაზარეს მიმართ, რომ ყველას დასანახად ისჯებოდა, თან დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით, ძალიან უსიამოვნო იყო მთელი ეს პროცესი. გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე მას შეიწყალებდა და მინდა, რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ყველა ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც გვერდში გვედგა ამდენი ხნის განმავლობაში. ყველა ძალიან გვერდში გვედგა და ლაზარეს გულშემატკივრობდნენ დიდი ხანი. ეს საამაყოა და გულის ამაჩქროლებელი. არ დამიშვია არც ერთი დღე, რომ 9 წელი ციხეში იჯდებოდა.

განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ფორმულასთან საუბრისას.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.