
პოლიციამ გორში გუშინ მომხდარი დაჭრის საქმეზე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით2007 და 2008 წელს დაბადებული ორი ადამიანი დააკავა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ პირს - 2006 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ტ.ა.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.