
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში 3 პოლიციელი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
"სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი - 2009 წელს დაბადებული ს.ს. მართავდა. ს.ს.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც ს.ს.-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს", - წერს შსს.
საქმეზე 5 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.