
გონიოში მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსის რკინის ხარაჩო კონსტრუქცია ჩამოინგრა.
ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარი დაუდასტურეს და უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
დაშავებული 35-წლამდე კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
თავდაპირველად, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ფორმულამ სავარაუდო მსხვერპლზე დაწერა. მოგვიანებით, ადამიანის დაღუპვა არ დადასტურდა.