ბენჯამინ ჰადადი: ვმსჯელობთ სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე პასუხისმგებლების მიმართ

საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. ჩვენ, საფრანგეთი მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვნახეთ, არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაინაცვლა არალიბერალიზმისკენ, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიებისკენ. ჩვენ ვნახეთ ძალადობა და დაკავება პოლიტიკური ოპონენტების, რომლებიც იყენებდნენ თავისუფლად გამოხატვის და პროტესტის უფლებას.

ჩვენ ვნახეთ არჩევნები, რომელსაც ეუთომ და ევროპარლამენტმა არასამართლიანი და სამწუხაროდ, მიტაცებული უწოდა. აშკარაა, რომ როცა შენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა პატივი სცე კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლებას, ფუნდამენტურ უფლებებს და უმცირესობების უფლებებს.

ამიტომ, ევროპულ საბჭოში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებთ ამ გადახვევას და მზად ვიქნებით ზომების მისაღებად, როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზეც, რომ სანქციები დავუწესოთ იმ პირებს, ვინც ამ კურსის გადახვევაზეა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ეს შეანელებს და გაყინავს ევროპულ პროცესს.

ჩვენ ვმსჯელობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია. ან 27 სახელმწიფოს ან ეროვნულ დონეზე.

თქვა ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჯამინ ჰადიდმა TV პირველთან ინტერვიუში.