გოგებაშვილის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას მოკლული თავდამსხმელი საბა გახოკია დღეს დაკრძალეს. ამ დრომდე, უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა დანაშაულის ჩადენამდე. ფორმულას საქმის მასალები მოიპოვა - ჩვენებებსა და მედიით გავრცელებულ კადრებს შორის განსხვავებებია. საქმეში არ ჩანს, რომ გიჩო მარგველაშვილს იარაღი ჰქონდა, თუმცა ადგილზე გადაღებულ კადრებში, სავარაუდოდ, სწორედ იარაღი უვარდება დაჭრილ მარგველაშვილს.