
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლევან მახარაშვილი ადასტურებს.
იგი ამ დროისთვის რუსთავში მიემართება, სადაც მის მონახულებას აპირებს. ადვოკატის თქმის, მას დაკავების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.
***
გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს სუს-მა გაავრცელა.
უწყების ცნობით, სუს-ში გუშინ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 5-წლამდე ვადით აღკვეთს გულისხმობს.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან "სისტემაში არსებული ხვრელებისა და ადამიანების" დახმარებით, საქართველო დატოვა. აღნიშნულ პოსტში იგი საუბრობდა საფრთხეებზე, რომლებიც მას ციხეში მოხვედრის შემთხვევაში დაემუქრებოდა.
სასამართლომ მას 10 მარტს ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხოლო 1-ელ მაისს გახდა ცნობილი, რომ სასამართლომ მას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებით 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.