ამ კანონის მიღების მცდელობა ერთხელ უკვე იყო.მის ახლად მიღებას არ დავუშვებთ. იმიტომ, რომ ის ეჭვქვეშ აყენებს არა ჩვენს რეალურ მტერს - რუსეთს, არამედ ჩვენს მეგობრებს - ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებიც მთელი ჩვენი დამოუკიდებლობის მანძილზე, აფინანსებენ, თან სრულიად გამჭვირვალედ, უამრავ, ხალხისთვის სასარგებლო პროგრამას.ეს ყველაფერი ერთი წლის წინ უკვე გამოვიარეთ. იმ დროიდან საქართველოს ისტორიაში დარჩა გამარჯვების უმშვენიერესი ხატი: ქალი ევროპის დროშით ხელში, წყლის ჭავლის ქვეშ, და დროშა ფრიალებს!ამ დროშას არ დავუშვებთ - ეს ქართველი ხალხის ნებაა.
წერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქზე.