ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში ომი გაშუქებისას, სულ მცირე, 7 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მათი რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ჰამასი ისრაელზე თავდასხმას, ხოლო ისრაელი საპასუხო იერიშს აგრძელებს.

CNN ხაზს უსვამს, რომ მედიის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან, რადგან მუშაობა უკიდურესად რთულ ვითარებაში უწევთ.

***

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.