ღაზის სექტორში ბრძოლა გრძელდება. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ქალაქ ღაზაში. შეტაკება მოხდა ჰამასის მებრძოლებთან ალ-ქუდსის საავადმყოფოსთან. IDF-ის ცნობით, გადაცმული მებრძოლები საავადმყოფოს შესასვლელთან, პაციენტებთან ერთად იყვნენ და ისრაელის არმიას ცეცხლი გაუხსნეს. დაპირისპირებისას ჰამასის 21 მებრძოლი ემსხვერპლა.