ღარიბაშვილი: თუ უცხო ქვეყნის ინტერესს ემსახურება ორგანიზაცია, უნდა დაიხუროს, პირი - დაისაჯოს

წესით, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, თუ უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ესა თუ ის პირი თუ ორგანიზაცია, ასეთი ორგანიზაცია უნდა დაიხუროს პირდაპირ, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე და ასეთი პირი უნდა იყოს დასჯილი ,ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი აზრით.

რაც შეეხება კანონს და საგარეო პოლიტიკის კურსს - საგარეო პოლიტიკის არჩევანი და კურსი გატარებული გვაქვს ჩვენ მრავალი წელია და ჩვენივე ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ საგარეო პოლიტიკის კურსი. როგორ შეიძლება კანონი იყოს აღმატებული კონსტიტუციაზე, ეს ელემენტარული საკითხია. ამიტომ, ნუ ატყუებთ ხალხს, რომ რაღაც კანონი შეცვლის კურსს, არაფერს არ შეცვლის. შეიძლება ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს ეს კანონი, თუ ჩანაწერი, თუ ტერმინი, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან რუსულ კანონზე საუბრისას.