ღარიბაშვილი: სიმართლეს დაპირისპირებული ძალები მიზნების მიღწევას ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ

როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან საკუთარი მიზნების მიღწევას? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევითა და ყალბი თავისუფლების თავს მოხვევით - მაგალითად, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომლებიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, ტრადიციებს, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა, ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა, ადვილია. ამიტომაც, რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაში სიტყვით გამოსვლის დროს. ღარიბაშვილის გამოსვლა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ გზავნილებს შეიცავდა.