პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
"პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას. საქართველო მზადაა ბოლომდე შეასრულოს 12 რეკომენდაცია და ის წელს კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ერთად საქართველო და ევროკავშირი ხელს შეუწყობენ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას", - წერს ღარიბაშვილი.
Productive meeting w/ @eucopresident. We continue strengthening our relations. is committed to finalizing 12 recommendations and deserves candidate status this year. Together will promote peace, democracy & economic growth in the region. pic.twitter.com/RorLO67WG9
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) April 25, 2023