ღარიბაშვილი: მიზნად ვისახავთ, გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა

აქტიურად ვმუშაობთ ამჟამადაც ე.წ. 12 პრიორიტეტის, 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც საკმაოდ სწრაფად დაინერგება პრაქტიკაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მქონდა იმის პრივილეგია 2015 წელს მეხელმძღვანელა NATO-საქართველოს დაძმობილების პროექტისათვის და მის ფარგლებში გახსნილი ცენტრისთვის, რომელიც ოპერირებს 2015 წლიდან ძალიან პროდუქტიულად, შესაბამისად, ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ გავაღრმაოთ NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, ყველა განზომილებაში.

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ. [სინქრონული თარგმანი].