ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მიშელმა და ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე.

შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში შარლ მიშელმაც დაწერა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ.

"ევროკავშირი მიესალმება ძალისხმევის გაგრძელებას წინსვლისთვის, რეფორმების დღის წესრიგში და სამოქმედო გეგმაში, რომ გადაიდგას სამოქმედო ნაბიჯები ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", - წერს მიშელი.