ღამით რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

ღამით რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს

ღამით რუსულმა ძალებმა ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, შავი ზღვიდან კალიბრის ტიპის რაკეტების გაშვება დაფიქსირდა.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებდა, არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს.

"არ მიუახლოვდეთ ფანჯრებს, არ გადაიღოთ და არ აჩვენოთ საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობა"- განაცხადა ოლეგ კიპერმა.