
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი - ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია.
მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში - ლევან იზორია დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრას ვახტანგ გომელაურთან გამართავს.