გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფიზერი ჰამასის მხარდამჭერების დეპორტაციის მომხრეა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
"თუ ჩვენ შეგვიძლია ჰამასის მხარდამჭერების დეპორტაცია, ეს უნდა გავაკეთოთ. არ დავუშვებთ ამ საშინელი სიძულვილისა და ძალადობის გავრცელებას", - ამბობს ფიზერი.
ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ხელისუფლება ჰამასის მხარდამჭერი ნებისმიერი პროპაგანდის შესახებ გააფრთხილონ.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.