გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ბერბოკის მეოთხე ვიზიტია.
"უკრაინა დიდი გამბედაობით იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას", - თქვა ბერბოკმა კიევში ჩასვლისას.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის დახმარების იმედი მომავალშიც ჰქონდეს.
წინასწარი ინფორმაციით, კიევში დაგეგმილი შეხვედრების მთავარი თემები გერმანიის სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იქნება. უსაფრთოხოების მიზეზების გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის კიევში ჩასვლის შესახებ წინასწარ არ იყო გამოცხადებული.