გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა, თუმცა, როგორც ცნობილია, მას ოფიციალური ვიზიტი დაგეგმილი არ ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერბოკი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ანდრი სიბიჰას შეხვდება.

ბერბოკი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მერვედ ჩავიდა.