გერმანიის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები

დღეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

წერს გერმიანიის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.