გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. მისი თქმით, საუბრის თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არ ელოდება პუტინთან საუბრის რაიმე შეთანხმებით დასრულებას. შოლცის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტი არ აჩვენებს ნიშნებს, რომ "რაიმეში ჩარევას აპირებდეს".
გერმანიის კანცლერმა პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინასთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგას. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, პირველ რიგში, უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
მანამდე, შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაზე არის იმპერიალიზმის დაბრუნება ევროპაში. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში უკვე გარდამტეხი მომენტი დგას.