გერმანიაში, თამბაქოს ნაწარმის ქურდობისთვის, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ 25 და 29 წლის კაცებმა თამბაქოს აპარატიდან სიგარეტები, IQOS-ები და ფული მოიპარეს. პოლიციამ ბრალდებულების ავტომობილი მაშინ გააჩერა, როცა ისინი ადგილიდან მიმალვას აპირებდნენ. მანქანის ჩხრეკისას პოლიციელებმა აპარატის გახსნისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტებიც იპოვეს.
გარდა ამისა, შემოწმებისას დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო და საჭესთან მართვის მოწმობის გარეშე იჯდა.
ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.