გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის 2.7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი გამოაცხადა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
დახმარების პაკეტი მოიცავს 18 ჰაუბიცს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემების მართვად რაკეტებს, 4 IRIS-T SLM საზენიტო რაკეტების გამშვებს და 12 IRIS-T SLS გამშვებს.
სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე შედის 30 Leopard 1A5-ის საბრძოლო ტანკი, 20 Marder ქვეითი საბრძოლო მანქანა, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა და 200-ზე მეტი სადაზვერვო თვითმფრინავი.
"გერმანია [უკრაინას] ნებისმიერ შესაძლო დახმარებას გაუწევს - რამდენადაც საჭირო იქნება", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.