გერმანია უკრაინას კიდევ ერთ Patriot სისტემას და დანადგარ IRIS-T-ს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას საბრძოლო მასალა უახლოეს კვირებსა და თვეებში გადაეცემა. კანცლერმა აღნიშნა, რომ ძლიერი და თავისუფალი უკრაინა რუსეთის იმპერიალიზმს დაამარცხებს.
"უკრაინის არმიის ყველაზე დიდი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალა და იარაღია, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამიტომ, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ უკრაინას მესამედ მივაწვდით თავდაცვის სისტემა Patriot-ს, IRIS-T-ს დანადგარებს, ლეოპარდის რაკეტებსა და საბრძოლო მასალას", - განაცხადა შოლცმა.
ამასთან, მან კონფერენციაზე დამსწრე სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად გერმანიის ინიციტივას ყველა შესაძლო გზით დაუჭირონ მხარი.