გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის რამშტაინი-20 შეხვედრისას განაცხადა. პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 10 000 ჭურვს მოიცავს.
"ჩვენ კვლავ შევადგინეთი დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულება 500 მილიონი ევროა", - ამბობს პისტორიუსი.
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის რამშტაინი-20 შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვიც ესწრება.