კოალიცია ცვლილებისთვის წევრს გელა ხასაიას სახლთან უცნობი პირები თავს დაესხნენ.
მას 3 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
"გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე", - წერს გირჩი - მეტი თავისუფლების პრესსამსახური, ანა ყურაშვილი Facebook-ზე.