გარდაიცვალა კაცი, რომელსაც პოლიციელის გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა

გარდაიცვალა კაცი, რომელსაც პოლიციელის გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა

გარდაიცვალა კაცი, რომელსაც პოლიციელის გასროლილი ბრმა ტყვია მოხვდა.

კერძოდ, საუბარია 25 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში, 65 წლამდე ასაკის კაცი პოლიციელის მიერ გასროლილი ბრმა ტყვიით დაიჭრა.

თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კაცი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში ორი დღის განვალობაში იყო მოთავსებული. ექიმის თქმით, პაციენტი კომატოზურ მდგოამრეობაში შეიყვანეს სტაციონარში, ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციელი დაკავებულია. პროკურატურის თანახმად, დაკავებულმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არაფხიზელ მდგომარეობაში, პირადი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.